აუცრელთან შედარებით, აცრილი ადამიანის კორონავირუსით დაავადების რისკი 9,3-ჯერ მცირეა - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, აუცრელთან შედარებით, აცრილი ადამიანის კორონავირუსით დაავადების რისკი 9,3-ჯერ მცირეა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირამ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
თუ ვაქცინირებულს და არავაქცინირებულს ექნებათ კონტაქტი ინფიცირებულთან, აცრილის რისკი, რომ მას კორონავირუსი გადაედოს, 9,3-ჯერ ნაკლებია. რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვლილ ვაქცინირებულ პირებს, ეს ინფორმაცია თვის ბოლოს გამოქვეყნდება და ყველა ვნახავთ“, - თქვა ამირან გამყრელიძემ.