ზურაბ ბერიძე დამემუქრა, ქილერს დავიქირავებ და მოვაკვლევინებ შენ თავსო - ანასტასია შატალოვას ჩვენება
"ტვ პირველმა" თბილისში მოკლული ანასტასია შატალოვას სამართალდამცავებისთვის მიცემული ჩვენება მოიპოვა.
მიმდინარე წლის ივნისის თვეში მიცემულ ჩვენებაში ქალი ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის, მხრიდან ლიკვიდაციის მუქარაზე საუბრობს.
შატალოვა პოლიციელებს უყვებოდა, რომ ზურაბ ბერიძე მას ე.წ ქილერის დაქირავებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
დამემუქრა, ავტოსკოლისთვის ფულს არ მოგცემ, მაგ ფულით ქილერს დავიქირავებ და მოვაკვლევინებ შენ თავსო... ზურაბ ბერიძე ოთახში შემომყვა, დამიწყო დედის გინება და ლანძღვა, "შე მეძავო და ნარკომანოო!" დამემუქრა, მოგკლავ, კისერს მოგჭრი და ფანჯრიდან გადავაგდებო. შენს გვამს არხში ნაახავენო", - წერია შატალოვას მიერ პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში.
ჩვენების მიხედვით, ზურაბ ბერიძე ლიკვიდაციით შატალოვას 2021 წლის 4 ივნისს დაემუქრა.
მოკლული ქალის ადვოკატის პაატა შავაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ შატალოვას მცირეწლოცან შვილზე მეურვეუბის განკარგვის საკითხზე, უფლებადამცველი მოუწოდებს შესაბამის სამსახურებს რომ ბავშვი მამას მეურვეობაში არ გადასცენ ვიდრე მომხდარზე გამოძიება არ დასრულდება.
პაატა შავაძე ასევე მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დაინტერესდნენ ანასტასია შატალოვას მიერ მიცემული ამ კონკრეტული ჩვენებით.
ანასტასია შატალოვა თბილისში სამი დღის წინ მოკლეს. სასტიკი დანაშაულის საქმეზე 3 პირია დაკავებული.
საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა 18 ოქტომბერს ბათუმის ყოფილი ვიცე მერის ზურაბ ბერიძის ბინა გაჩხრიკეს და კომპიუტერები ამოიღეს. ბერიძეს შატალოვასთან საერთო შვილი ჰყავს.
დაახლოებით 1 წლის წინ შატალოვა ამბობდა, რომ ბერიძე მას შვილის ნახვის უფლებას არ აძლევდა, რის გამოც მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო.
მსგავსი სიახლეები
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებლები მოგზაურობისთვის, სახლის განახლებისა და სეზონური შოპინგისთვის ემზადებიან, რაც ხშირად ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას მოითხოვს.