მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ გოგელიას კლინიკაში გრიპის ვაქცინის ნაცვლად, C ვიტამინი გაუკეთეს

20.10.21 14:29
მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ გოგელიას კლინიკაში გრიპის ვაქცინის ნაცვლად, C ვიტამინი გაუკეთეს

მოქალაქეები ამტკიცებენ,  რომ თბილისში, გოგელიას კლინიკაში, გრიპის სეზონური ვაქცინის ნაცვლად, C ვიტამინი გაუკეთეს. 

მათი თქმით, ისინი კლინიკაში გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინით ასაცრელად მივიდნენ, რაშიც  75 ლარი გადაიხადეს. კლინიკაში ხმაური და დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პაციენტებმა ვაქცინის შეფუთვის ჩვენება მოითხოვეს და  მედპერსონალისგან უარი მიიღეს. სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე წერს, რომ C ვიტამინის პრეპარატი  მის შვილს ძალით გაუკეთეს. 

ავიღე ეჭვი, რადგან საბუთი და ყუთი არ მანახეს და როცა ბავშვის აცრა გადავიფიქრე, უცებ  აუწიეს ხელი და დაარჭეს ნემსი. ჩავვარდი შოკში და ავტეხე ამბავი , მივყევი ბოლომდე , ჩავრთე მთელი თბილისი, ჩემი ქმარი შევარდა და აღიარეს, რომ აცრეს ც ვიტამინით :((( ფულის გაკეთების მიზნით ითაღლითეს.  ერთ ვაქცინაში 75 ლარი გადავიხადეთ , პატრული გვყავს გამოძახებული .აცრა გააკეთა თაღლითმა და ვითომ იმუნოლოგმა, ვინმე გიორგი ჩანდლერმა, რომელმაც ჩემი ქმრის დაჟინებული მოთხოვნით აღიარა დანაშაული და გაიქცა უკანა კარიდან , ხალხი აცრა ც ვიტამინით", - წერს დაზარალებული სოციალურ ქსელში. 

მოქალაქეები ამბობენ, რომ  ვაქცინაციის ოთახში მათ C ვიტამინის გამოყენებული ამპულები იპოვეს და საბოლოოდ, ექიმებისგანაც მიიღეს აღიარება, რომ აცრის ნაცვლად მედიკოსებმა ვიტამინი გამოიყენეს. არსებული ინფორმაციით, აცრა 40-მდე ადამიანს გაუკეთეს. 

 

 

 

 

 

 

გოგელიას კლინიკის Facebook გვერდზე ვაქცინის დაჯავშნის შესახებ განცხადება 11 ოქტომბერს განთავსდა. რამდენიმე წუთის წინ კი კლინიკამ  Facebook გვერდი გააუქმა.