მცემდნენ, ჩემს მეუღლესაც გაუსწორდნენ - შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულის პირველი განცხადება
ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულები გომელაურის უწყების თანამშრომლებს ცემაში ადანაშაულებენ. სამივე ბრალდებულმა სასამართლოს წინაშე თქვა, რომ მათ როგორც დაკავების მომენტში, ასევე პოლიციის განყოფილებაში, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ბექა ლატარიას თქმით, სპეცოპერაციის დროს ფიზიკურად იძალადეს მის მეუღლეზეც.
მცემდნენ, ჩემი მეუღლეც სცემეს, ყვიროდნენ, საბურთალოზე იყავიო", - განაცხადა ლატარიამ, რომელსაც გამოძიება 25 წლის ქალის მკვლელობას ედავება.
"ტვ პირველის" კორესპოდენტის ცნობით, სიტყვით გამოსვლისას ბრალდებულმა პროკურორს აგინა, რომელიც ამტკიცებდა, რომ დაკავებისას ბრალდებულს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა.
"ლომკაში" ვიყავი, რომ დამიჭირე, რა ნარკოტიკი?! პირში შ..ცა ჰეროინმა..."- თქვა ბრალდებულმა, რის შემდეგაც ის სასამართლო დარბაზიდან გააძევეს.
ბიძინია ხასიას და ლევან რაჯავის მტკიცებით, მათ აიძულებდნენ, მკვლელობა ეღიარებინათ:
მაიძულებდნენ, მეთქვა, რომ ბექამ ვიღაცას ესროლა, ან მე ვესროლე. დაკავებისასაც და პოლიციაშიც მცემდნენ", - განაცხადა ხასიამ.
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
ცნობისთვის, ანასტასია შატალოვა თბილისში, საბურთალოზე 18 ოქტომბერს მოკლეს. განსასჯელის სკამზე მყოფ ლატარიას ბრალი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლით აქვს წარდგენილი.
ბიძინა ხასიას გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას, პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობასა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. რაც შეეხება ლევან რაჯავს, ის პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებითაა დაკავებული.
მსგავსი სიახლეები
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებლები მოგზაურობისთვის, სახლის განახლებისა და სეზონური შოპინგისთვის ემზადებიან, რაც ხშირად ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას მოითხოვს.