შატალოვას მკვლელობა - დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

20.10.21 17:07
შატალოვას მკვლელობა - დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს - ბექა ლატარიას, ბიძინა ხასიას და ლევან რაჯაევს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა კლდიაშვილის გადაწყვეტილებას  ბექა ლატარია არ დასწრებია. მკვლელობაში ბრალდებული  მოსამართლემ გინებისთვის სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

ცნობისთვის, ანასტასია შატალოვა თბილისში, საბურთალოზე 18 ოქტომბერს მოკლეს. განსასჯელის სკამზე მყოფ ლატარიას ბრალი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლით აქვს წარდგენილი.

ბიძინა ხასიას გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას, პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობისთვის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან. რაც შეეხება ლევან რაჯავს ის პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებითაა დაკავებული.