ექიმს, რომელმაც მოქალაქეები C ვიტამინით "აცრა", საექიმო საქმიანობის უფლება არ ჰქონდა - რეგულირების სააგენტო

20.10.21 17:09
ექიმს, რომელმაც მოქალაქეები  C ვიტამინით "აცრა", საექიმო საქმიანობის უფლება არ ჰქონდა - რეგულირების სააგენტო

ექიმს, რომელმაც  გოგელიას კლინიკაში მოქალაქეები  ცე ვიტამინით "აცრა", საექიმო საქმიანობის უფლება საერთოდ  არ ჰქონდა. რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, ექიმი 2020 წელს უკანონო საექიმო საქმიანობას ახორციელებდა, რის გამოც სერთიფიკატი შეუჩერდა. 

ვაქცინაციის ფარგლებში რამდენიმე მოქალაქე იყო აცრილი, რომელიც როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ხორციელდებოდა კლინიკის მხრიდან, რომელსაც არ ჰქონდა ვაქცინაციაზე შეტყობინება. 

პროცედურას ახორციელებდა ექიმი, რომელსაც შეჩერებული ჰქონდა სერთიფიკატი და მას არ ჰქონდა უფლება საერთოდ საექიმო საქმიანობა განეხორციელებინა. 

აღნიშნული ექიმი უკანონო საქმიანობას ახორციელებდა 2020 წელს, რა დროსაც რეგულირების სააგენტოს მხრიდან გამოვლენილი იქნა მისი უკანონო საექიმო საქმიანობა. 

თუ ნიშნები, რომელიც გამოიკვეთება შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს აღნიშნული საქმე გადაიგზავნება ასევე საგამოძიებო ორგანოებში", - თქვა  ზაალ კაპანაძემ.

კლინიკაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.  უწყებამ უნდა დაადგინოს თაღლითური სქემა, რომლის მიხედვითაც, კლინიკამ მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მაგივრად, სავარაუდოდ,  სხვა პრეპარატით კერძოდ, ასკორბინის მჟავით  აცრა. ტვ პირველის ინფორმაციით, კლინიკის თანამშრომლების ნაწილი მიმალვაში იმყოფება.