სააკაშვილის საქმეზე დაკავებულ ელგუჯა ცომაიას ბრალი დაუმძიმდა

20.10.21 17:54
სააკაშვილის საქმეზე დაკავებულ ელგუჯა ცომაიას ბრალი დაუმძიმდა

ელგუჯა ცომაიას, რომლის ბინაშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. 

მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, ელჯუჯა ცომაიას სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის და საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის ბრალი დაუმძიმა, ხოლო გიორგი ნარიმანიძეს კი, რომელიც სამართალდამცველებმა 19 ოქტომბერს დააკავეს, ბრალდება მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის წარუდგინა"- აცხადებენ პროკურატურაში. 

პროკურატურის განცხადება სრულად 

მსგავსი სიახლეები