ფიზიკური დაპირისპირება გორში - ოთხმა მამაკაცმა ახალგაზრდა სასტიკად სცემა
შემთხვევა გორში - ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებ ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ოთხმა მამაკაცმა ერთი სასტიკად სცემა.
თვითმხილველტა ინფორმაციით, ჩხუბის დროს გამოყენებულ იქნა ცივი იარაღი. დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, თუმცა მკურნალი ექიმი აცხადებს, რომ დაშავებულს დანით მიყენებული ჭრილობა არ აღენიშნება და აქვს მხოლოდ დაჟეჟილობა.
პოლიციამ ჩხუბში მონაწილე ოთხივე პირი დააკავა.
მსგავსი სიახლეები
19.03.24 15:42
საქართველოს ბანკის დირექტორის მოადგილე, ეთერ ირემაძე UN Women-ის ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ მონაწილეობდა
ღონისძიების ფარგლებში, საბანკო-საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრები გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის განხორციელებულ ინიციატივებს განიხილავდნენ და საკუთარ გამოცდილებას აზიარებდნენ.