სიკვდილისთვისაც კი მზად ვარ - მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს

20.10.21 19:38
სიკვდილისთვისაც კი მზად ვარ - მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს

რუსთვის ციხესთან სასწრაფო გადაუდებელი დახმარების მაქანებს ელოდებიან. კატასტროფის ცენტრი, რომელიც რეანიმაციული საჭიროების აპარატურით იქნება აღჭურვილი, აქ 24 საათი იდგება. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც სააკაშვილიმა ციხიდან კლინიკაში გადასვლაზე უარი განაცხადა.

მესამე პრეზიდნეტი საავადმყოფოფში გადაყვანაზე უარს ამბობს. მიხეილ სააკაშვილმა ეს გადაწყვეტილება თანამებრძოლს, გიორგი ბოტკოველს, გააცნო, რომელმაც ის 320-ე  საკანში მოინახულა
 სააკაშვილი მხოლოდ იმაზეა თანახმა, რომ   მედიკამენტოზური მკურნალობა ჩაიტაროს.  ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და ამბობს, რომ სიკვდილისთვისაც კი მზად არის.
 მესამე პრეზიდენტს ამ წუთებში ციხეში მისი პირადი ექიმი ხვდება. ნიკოლოზ ყიფშიძის ინფორმაციით, რუსთავის ციხის საავადმყოფოში მედიკამენტებით მკურნალობის საშუალება არ არსებობს, ამიტომ მკურნალი ექიმი ციხეში იმ მიზნით შედისა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს კლინიკაში გადასვლაზე უარი გადაათქმევინოს.

დავილაპარაკებთ იმ დეტალებზე, რა შედეგი მოჰყვება ამ ჰოსპიტალიზაციას. რუსთავის ციხეში მედიკამენტოზური მკურნალობის საშუალება არ არის. საჭიროა ჰოსპიტალიზაცია რამდენიმე დღეში - განაცხადა ციხეში შესვლამდე ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში უკვე მე-20-ე დღეა, რაც შიმშილობს. მედიკოსების ინფორმაციით, ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ის შესაძლოა, მალე დამძიმდეს.