გაძვირებული ცხოვრება საქართველოში - პურის ფასი გაიზარდა

15.10.25 20:52
გაძვირებული ცხოვრება საქართველოში - პურის ფასი გაიზარდა

პურის ფასი 10 თეთრით გაიზარდა. მაღაზიებში მისულ მოქალაქეებს დღეიდან ყველაზე მოთხოვნად პროდუქტზე ფასები გაზრდილი დახვდებათ.  ისედაც სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეებისთვის ეს დამატებით ხარჯია. პურის მცხობელთა ასოციაციაში მიზეზად ფქვილის გაძვირებას და მუშახელის ხელფასის ზრდას ასახელებენ.

პურთან ერთად ფასები გაზრდილია ხორცპროდუქტებზეც, მედიკამენტებზე და პირველადი საჭიროების პროდუქტებზეც. რთული ეკონომიკური ვითარება ყველაზე კარგად იმ ადამიანებმა იციან, ვისაც მიზერული ხელფასის ან პენსიის ხარჯზე უწევს თვიდან თვემდე თავის გატანა.

პურის ფასი გაიზარდა რეგიონებშიც. ოჯახებისთვის, ვისაც ყოველ დღე სულ მცირე 4 ან მეტი პური სჭირდებათ, ფასის მატება, პრაქტიკულად შიმშილის განაჩენია.

დეტალები ნახეთ, დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.