რუსეთის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ აკაკი ბერიანიძეს 14 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა
უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი რუსული კანონებით გაასამართლეს. აკაკი ბერიანიძეს რუსეთშ 14 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს. მეომარი უკრაინული მიწის დაცვის გამო გაასამართლეს
რუსული ე.წ. გამოძიება ამტკიცებს, რომ ბერიანიძე დაიქირავეს და საბრძოლო მოქმედებებში ფულის სანაცვლოდ იყო ჩართული. ქართველ მებრძოლზე საოკუპაციო რეჟიმი საერთაშორისო ძებნას აცხადებს.
ბერიანიძის ოჯახის თქმით, მებრძოლი ოკუპანტების წინააღმდეგ ახლაც იბრძის და ერთ-ერთ ცელ წერტილში იმყოფება.
ძალიან სამწუხაროა, რომ სახელმწიფოს საკუთარი მოქალაქეების დაცვა არ შეუძლია. პირიქით, ბევრი სამხედრო აღმოცნდა ამ საფრთხის ქვეშ და მე როგორც ვიცი, ხელისუფლების მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა. მე ვთვლი, რომ ჩვენი მეომრები, რომლებიც იქ საქართველოს ინტერესებს იცავენ, საერთოდ არ არიან აქ დაცულები". - ამბობს ბერიანიძის ოჯახის წევრი.