კარლ ჰარცელი ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულებს პატივი მიაგო
ბათუმში, ჩამონგრეული სადარბაზოს გვერდით მოწყობილ სამგლოვიარო კუთხესთან, ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელი დირექტორი, ლორენს მერედიტი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, მივიდნენ. მათ გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს.
ცნობისთვის, 8 ოქტომბერს ბათუმში სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა შორის სამი არასრულწლოვანია. აღნიშნული კორპუსიდან 55 ოჯახი უსაფრთხოების მიზნით გაყვანილია.
ცნობისთვის, დღეს კარლ ჰარცელი ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს მოინახულებს.
მსგავსი სიახლეები
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებლები მოგზაურობისთვის, სახლის განახლებისა და სეზონური შოპინგისთვის ემზადებიან, რაც ხშირად ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას მოითხოვს.