საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილს ციხის მე-18-ე სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ

21.10.21 09:01
საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილს ციხის მე-18-ე სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ

ხელისუფლების შეცვლილი პირობა - სამოქალაქო კლინიკის ნაცვლად, მესამე პრეზიდენტს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ. 

ინფორმაცია ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა გააჟღერა. 

"როდესაც დადგება საჭიროება, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18-ე სამკურნალო დაწესებულებაში მოხდება“ - თქვა იუსტიციის მინისტრმა. 

რატი ბრეგაძემ "რუსთავი 2"-თან განაცხადა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18-ე სამკურნალო დაწესებულება ფუნქციონირებს, არ არის გაუქმებული და რაც შეეხება მოშიმშილე პაციენტის მართვას, აღნიშნულ დაწესებულებას ასეთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა შეუძლია. 

მსგავსი სიახლეები