მასშტაბური ოპერაცია - 10 დღეში თბილისში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს

21.10.21 12:11
მასშტაბური ოპერაცია - 10 დღეში თბილისში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 10 დღეში თბილისში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

დაკავებულებს ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ედებათ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გომელაურის უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების - ჰეროინის, ალფა-პვპს და ბუპრენორფინის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა", - წერია ოფიციალურ განცხადებაში. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას და მცენარე კანაფის უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები