სააკაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, გიორგი ნარიმანიძე, სასამართლო პროცესი ჩანიშვნას ელოდება

21.10.21 13:12
სააკაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, გიორგი ნარიმანიძე, სასამართლო პროცესი ჩანიშვნას ელოდება

გიორგი ნარიმანიძე სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ელოდება. ტრაილერის მძღოლი, რომელიც მესამე პრეზიდენტის საქმეზე მეოთხე დაკავებულია, დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.

გამოძიება ამტკიცებს, რომ გიორგი ნარიმანიძე იმყოფებოდა იმ სატვირთო ავტომობილში, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი აბაშიდან თბილისში ჩამოვიდა, იცოდა, რა გზებით შემოვიდა პრეზიდენტი ქვეყანაში და ეს ამბავი დამალა. 

პროკურატურამ განცხადებით მიმართა სასამართლოს, მოხდეს ნარიმანიძის ადვოკატის, გოგა გოგინავას, საქმიდან ჩამოშორება, რადგან ის აღნიშნულ საქმეში კიდევ სხვა ბრალდებულებს, მამა-შვილ წოწორიებს იცავს.

აცილება არის სამართლებრივად აბსოლუტუტრად დასაბუთებული, რადგან წოწორიას ჩვენება ეწინააღმდეგება ნარიმანიძის ჩვენებას და ჩვენ ამასს სასამართლო სხდომაზე დეტალურად დავასაბუთებთ - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

მსგავსი სიახლეები