ხმაური თბილისის საქალაქო სასამართლოსთან - მოძალადეები მედიას უპირისპირდებიან

21.10.21 13:40
ხმაური  თბილისის საქალაქო სასამართლოსთან - მოძალადეები მედიას უპირისპირდებიან

ხმაური და დაპირისპირება თბილისის საქალაქო სასამართლოში - მოძალადე დაჯგუფების წევრების პროცესი დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს, შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული ძალადობრივი დაჯგუფების წევრთა ახლობლები მედიის წარმომადგენლებთან კონფლიქტში შედიან. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

5 ივლისის საქმეზე 27 ბრალდებულის სხდომა 4 სხვადასხვა დარბაზში პარალელურ რეჟიმში იმართება. ყველა მოძალადე დარბაზშია. მათი უმეტესობა ბრალს არ აღიარებს, პროკურატურის განმარტებით, მათ წინააღმდეგ საქმეში არაერთი ვიდეო, აუდიო და სხვა ტიპის მტკიცებულებაა.

ბრალდებულის სკამიდან პროცესს ესწრება ძალადობის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, დავით კუტალაძე.

ძალადობრივი დაჯგუფების წევრთა ადვოკატები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფთა დანაშაულის მტკიცებულება პროკურატურას არ აქვს და ისინი ბრალდებულღთა დაუყონებლივ გათავისუფლების შუამდგომლობის საკითხს დააყენებენ.

პროკურატურამ საკმაოდ უხვად წარმოგვიდგინა ბრალები სასამართლოში, თუმცა მტკიცებულებებით ეს ბრალები გამყარებული არ არის. საქმეში არ დევს კადრები, რომ დავით კუტალაძე ვინმეს ძალადობისკენ მოუწოდებს - აცხადებს კუტალაძის ადვოკატი.

 

მსგავსი სიახლეები