სისხლიანი ანგარიშსწორება ბათუმში - 44 წლის კაცი გარდაიცვალა

21.10.21 14:59
სისხლიანი ანგარიშსწორება ბათუმში - 44 წლის კაცი გარდაიცვალა

ბათუმში ნარკოლოგიური ცენტრის წინ ჩაცხრილული მამაკაცი გარდაცივალა. "პირველების" კორესოდენტის ცნობით, 44 წლის ედიშერ ჯორბენაძე თავდამსხმელმა 10 ტყვია ესროლა. 

თვითმხილველთა თქმით, მსხვერპლს ნიღბიანმა მამაკაცმა მიჯრით ესროლა და გაიქცა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრში "პირველებს" უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.