"კანონიერი ქურდების" შესაძლო კვალი შატალოვას მკვლელობის საქმეში - ,,პირველებმა" სკანდალური ჩვენება მოიპოვა

21.10.21 15:18
"კანონიერი ქურდების" შესაძლო კვალი შატალოვას მკვლელობის საქმეში - ,,პირველებმა" სკანდალური ჩვენება მოიპოვა

"კანონიერი ქურდების" შესაძლო კვალი ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეში - ,,პირველებმა" საქმეზე დაკავებული ბიძინა ხასიას სკანდალური ჩვენება მოიპოვა, საიდანაც ირკვევა, რომ მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს, ბექა ლაქტარიას,  ე.წ. კანონიერი ქურდობა სურდა და ახლო ურთიერთობა ჰქონდა კრიმინალურ ავტორიტეტ ლაშა ბარათელთან, იგივე ,,ჭიასთან".  

არსებობს ვარაუდი, რომ მკვლელობის შემკვეთი უცხოეთში მყოფ კანონიერ ქურდს, ,,ჭიას" დაუკავშირდა და მას შატალოვას ლიკვიდაციისთვის ქილერის მოძებნა სთხოვა. თავის მხრივ კი ,,ჭიამ" აღნიშნული დანაშაულის შესრულება ბექა ლატარიას დაავალა. 

დაახლოებით 2 თვეა, რაც ბექა ლატარია შეხვედრისასდ მეუბნებოდა, რომ მას უნდა ეშოვა ბევრი ფული და ძვირფასეულობა, რითაც იყიდდა ერთი წლის პირობით მსჯავრს, რის შემდეგაც წავიდოდა საზღვარგარეთ და ყველაფერს გააკეთებდა, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი გამხდარიყო. რაშიც, მისი განმარტებით, დაეხმარებოდა ე.წ. კანონიერი ქურდი, ,,ჭია", იგივე ლაშა ბარათელი.აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ როგორც ბექა ლატარიასგან ვიცოდი, იგი ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით იმყოფებოდა პირობით მსჯავრის ქვეშ. ლატარია ხშირად მეუბნებოდა, რომ სურვილი ჰქონდა, გამხდარიყო ,,კანონიერი ქურდი - წერია ბიძინა ხასიას ჩვენებაში.

ჩვენებაში ხასია ასევე წერს, რომ მკვლელობის დეტალები არ იცის, მაგრამ ლატარიამ მას უთხრა, რომ ,,ქალი მოკლა და ამის გამო შარშია".

ე.წ. კანონიერ ქურდ ,,ჭიასა" და ბექა ლატარიას შორის არსებულ მეგობრულ კავშირს ,,ტვ პირველტან" მკვლელობაში ბრალდებულის დედაც ადასტურებს. მისი თქმით, ლატარია და ბარათელი არასრულწლოვანთა კოლონიაში სასჯელს ერთად იხდიდნენ. 

16 წელი იყო ციხეში და ამის შემდეგ დანაშაულზე როგორ იფიქრებდა. ყველას იცნობდა, ყველასთან კარგად იყო და სურვილიც ქონდა, გამხდარიყო კანონიერი ქურდი. ეს ვიცი, რომ როცა არასრულწლოვანი იყო, ის და ლაშა ბარათელი ერთად ისხდნენ. ისიც არ ვიცი, თუ ბარათელი კანონიერი ქურდი იყო - აცხადებს ლატარიას დედა.

ასევე ,,პირველებმა" მოიპოვა ანასტაიას შატალოვას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, სადაც აღნიშნულია, რომ ახალგაზრდა ქალი ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ჩანაწერებს ინახავდა და სასამართლო პროცესს ელოდებოდა, რომელიც მკვლელობის დღეს იყო ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები