სააკაშვილის საქმეზე ბრალდებული იმ მოსამართლემ უნდა გაასამართლოს, ვინც ხელის მის დაკავებას მოაწერა

21.10.21 17:26
სააკაშვილის საქმეზე ბრალდებული იმ მოსამართლემ უნდა გაასამართლოს, ვინც ხელის მის დაკავებას მოაწერა

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის ხელშეწყობისთვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული გიორგი ნარიმანიძის ადვოკატები მოსამართლის აცილებას ითხოვენ. ირკვევა, რომ "სასამართლო ქეის"  ის მოსამართლე განიხილავს, ვინც მისი დაკავების განჩინებას ხელი მოაწერა. უფლებადამცველებს ეჭვი აქვთ, რომ მოსამართლე ობიექტურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს და ტრაილერის მძღოლს ციხეში გაუშვებს, ადვოკატს კი საქმიდან ჩამოაშორებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, გიორგი ნარიმანიძის აღკვეთის საკითხი განიხილოს მოსამართლე დავით კურტანიძემ. ეს ის მოსამართლეა, ვინც ნარიმანიძის დაკავების განჩინებაზე ხელი მოაწერა. 

კურტანიძე ვერ იქნება ობიექტურად განმხილველი მოსამართლე, მისი მონაწილეობა ამ პროცესში ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს,  

არა მგონია, კურტანიძემ ისეთი გადაწყვეტილება გამოიტანოს, რაც უზრუნველჰყოფს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნარიმანიძის უფლებების სრულყოფილ დაცვას - განაცხადა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე  ადვოკატმა,  გოგა გოგინავამ. 

სასამართლო 18:00 საათზეა ჩანიშნული. 

მსგავსი სიახლეები