ნადირობა ყოფილ ძალოვანებზე - გია დათიაშვილი საკუთარ სახლში დააკავეს
ნადირობა ყოფილ ძალოვანებზე - რამდენიმე წუთის წინ ყოფილი ძალოვანი, გია დათიაშვილი, საკუთარ სახლში დააკავეს.
ადვოკატის თქმით, ყოფილ პოლიციელს ტყვიები ჩაუდეს. მისივე მტკიცებით, სამართალდამცავებმა დათიაშვილს უთხრეს, რომ "პატივისცემის ნიშნად ნარკოტიკს არ ჩაუდებდნენ".
გია დათიაშვილი დაკავებას პოლიტიკურ შურისძიებას უკავშირებს. ირკვევა, რომ ეს უკანასკნელი ზუგდიდში დაკავებულ ყოფილ პოლიციელებთან ერთად, 14 ოქტომბერს, ოპოზიციის აქციაზე იმყოფებოდა.
სახლში შეუვარდნენ, ჩაუდეს ტყვიები, უთხრეს, თქვენ, როგორც ყოფილ პოლიციელს, ნარკოტიკს არ გაკადრებთო. სახლში მარტო იმყოფებოდა. ელოდებოდნენ, როდის დატოვებდნენ ოჯახს დედა და ძმა, რომლებთან ერთადაც ცხოვრობს დაკავებული.
ყოფილი ძალოვანია, ოპოზიციისა და ,,ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია. 14-ში, ზუგდიდში დღეს დაკავებულ პირებთან ერთად, ოპოზიციის აქციაზე იმყოფებოდა"- აცხადებს ადვოკატი.
შეგახსენებთ, გვიან ღამით სპეცოპერაციების სერია ჩატარდა სამეგრელოში. პოლიციამ ყოფილი ძალოვანი, ლექსო რაფავა, დააკავა. "ნაციონალური მოძრაობის" მტკიცებით, მას ავტომატურ ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდეს.
ცეცხლსასროლი იარაღი წაიღეს პოლიციის მაიორის, რუსლან შამახიას, სახლიდანაც. შამახიას იარაღის ტარების უფლება აქვს.