ჩემი შვილი მკვლელი არაა - შატალოვას მკვლელობისთვის ბრალდებულ ლატარიას დედამ შიმშილობა დაიწყო

21.10.21 18:20
ჩემი შვილი მკვლელი არაა - შატალოვას მკვლელობისთვის ბრალდებულ ლატარიას დედამ შიმშილობა დაიწყო

თბილის ცენტრში მოკლული ანასტასია შატალოვას საქმე- მკვლელობაში  ბრალდებულ ბექა ლატარიას დედამ, მონაზონმა ნატალია შენგელიამ,  შიმშილობა დაიწყო.

ნატალია შენგელიას მტკიცებით, მისი შვილი, მიუხედავად კრიმინალური წარსულისა, მკვლელი არ არის. სასულიერი პირი აღნიშნავს, რომ ბექა ლატარია მოკლულ ანასტასია შატალოვას არ იცნობდა.

ბრალდება ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია. ეს რომ გავიგე, იმ წუთას მოვკვდი, ეს დაუჯერებელია ჩემთვის. ის მკვლელი არ არის, ის ვერავის მოკლავდა. რატომ მიაკერეს ეს, რატომ გამიკეთეს, არ ვიცი. სხვა რამ რომ ეთქვათ, ყველაფერს დავიჯერებ, გარდა ამ მკვლელობისა.

 პრობლემური პატიმარი ნამდვილად იყო. მაგრამ ვერავინ დამარწმუნებს, რომ ეს მკვლელობა მან ჩაიდინა... ჩემ შვილს ხომ ვიცნობ, მას ჩემი გული აქვს, როგორც მე ვერავის მოვკლავ, ისე ვერავის მოკლავდა  - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს შენგელიამ.

ანასტასია შატალოვა 18 ოქტომბერს თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე,  მოკლეს. სამართალდამცველებმა სასტიკი დანაშაულის ბრალდებით 3 პირი, მათ შორის, ბექა ლატარია, აიყვანეს. მას 25 წლის ქალის მკვლელობას ედავებიან.