ექსკლუზივი - მოკლული ანასტასია შატალოვას სეიფში ვიდეოკადრები იპოვეს

21.10.21 20:26
ექსკლუზივი - მოკლული ანასტასია შატალოვას სეიფში ვიდეოკადრები იპოვეს

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმე - "ტვ პირველის" ექსკლუზიური ინფორმაციით, პოლიციამ თბილისის ცენტრში მოკლული 25 წლის ქალის სახლის ჩხრეკის შედეგად სეიფში დიდი რაოდენობთ ოქრო, ბრილიანტები და მეხსიერების ბარათზე ჩაწერი ვიდეოკადრები იპოვა.

პროკურატურის ფაილებში, რომელიც ,,ტვ პირველმა" მოიპოვა, გამომძიებელი დეტალურად აღწერს მასალის შინაარსს.

 ჩხრეკას შატალოვას მეგობარი, იულია  საფონოვა, ესწრებოდა. საფანოვამ პოლიციას განუმარტა, რომ ეს კადრები ანასტასიას სასამართლო დავისთვის ჭირდებოდა და ამიტომ სეიფში საგულდაგულოდ ინახავდა. ვის წინააღმდეგ იყო კომპრომარტები, ამ თემაზე მას საუბარი არ სურს. 

მე ანასტასიას უახლოესი მეგობარი ვარ, მისი სახლის ჩხრეკასაც ვესწრებოდი, თუმცა არ შემიძლია საუბარი, ძალიან ცუდად ვარ, ამ ამბავმა ძალიან იმოქმედა ჩემზე, საუბარი არ მსურს - განუცხადა "ტვ პირველს'' იულია საფონოვამ.

შატალოვას ადვოკატის, პაატა შავაძის, ინფორმაციით, შესაძლოა, შატალოვას მომზადებული ჰქონდა მასალები, რომელიც სასამართლო პროცესზე უნდა წარედგინა.

ჩხრეკას არ დავსწრებივარ, მის სალში სეიფი თუ იყო, არ ვიცოდი, შესაძლოა, მას რაიმე ჰქონდა იქ შენახული სასამართლოზე გადასაცემად - აცხადებს ადვოკატი. 

მსგავსი სიახლეები