ბათუმში მომხდარი სასტიკი მკვლელობა- რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება

21.10.21 20:42
ბათუმში მომხდარი სასტიკი მკვლელობა- რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება

ბათუმში მომხარი სასტიკი მკვლელობა - გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.

ერთ-ერთი ვერსიით, სასტიკი ანგარიშსწორების მოტივი ნარკოტიკული ნივთიერება გახდა.

გავრცელებული ცნობით, მკველობაში ბრალდებულსა და მსხვერპლს შორის კონფლიქტი ,,მეტადონის პროგრამიდან" გამოტანილი ნივთიერების გამო რამდენმე დღის წინ დაიწყო. ამ ვერსიას მოკლულის მამა არ ადასტურებს, თუმცა შურისძიებას არ გამორიცხავს. 

გამოძიებას ის ფაქტი აძნელებს, რომ კამერა, რომელსაც სისხლიანი დაპირისპირება უნდა დაეფიქსირებინა, მწყობრიდან გამოსულია. 

მკვლელობა ბათუმში, ნარკოლოგიური კლინიკის ეზოში დღეს მოხდა. შავებში ჩაცმულმა ნიღბიანმა პირმა 44 წლის ედიშერ ჯორბენაძეს ავტომატური იარაღიდან 10 ტყვია ესროლა და შემთხვევის ადგილი დატოვა.

ედიშერ ჯორბენაძეს საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მსგავსი სიახლეები