ოჯახი აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს ეძებს

23.10.25 00:01
ოჯახი აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს ეძებს

თბილისში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს, ოჯახი ეძებს. ამის შესახებ ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს. 

აფგან სადიიგოვის ცოლმა, სევინჩ სადიგოვამ გამოცემას განუცხადა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ყოველდღე აქციებზე დადიოდა, თუმცა დღეს, სახლიდან გასვლის შემდეგ უახლოეს მეტრომდეც არ მისულა, სადაც მეგობარს უნდა შეხვედროდა. 

მისი თქმით, უსაფრთხოების მიზნით, სახლთან [რომელსაც ის ქირაობდა] კამერაც დააყენეს, მაგრამ 10 წუთის განმავლობაში კამერა არ მუშაობდა. 

ყოველდღე აქციებზე დადიოდა ჩემი ქმარი. დღეს საღამოს ბინიდან გასვლის წინ მომწერა, რომ სახლიდან გადის, თუმცა უახლოეს მეტრომდეც ვერ მივიდა, სადაც მეგობარი ელოდა [ვისთან ერთადაც აქციებზე დადიოდა]. უსაფრთხოების მიზნით, სახლთან [რომელსაც ის ქირაობდა] კამერაც დავაყენეთ, მაგრამ 10 წუთის განმავლობაში კამერა არ მუშაობდა, მერე ჩაირთო. ინტერნეტი გამორთულია, ტელეფონზე ზარი გადის," - უთხრა ნეტგაზეთს სევინჩ სადიგოვამ, რომელიც ქმრის პატიმრობის პერიოდში უსაფრთხოების მიზნით, მცირეწლოვან შვილებთან ერთად ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში წავიდა.

აფგან სადიგოვმა საქართველოს ციხე დაახლოებით 6 თვის წინ დატოვა. 

მსგავსი სიახლეები