სასამართლომ კახაბერ კვეკვესკირი 14 დღით ციხეში გაუშვა
სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი, კახაბერ კვეკვესკირი 14 დღით ციხეში გაუშვა - გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ გამოაცხადა.
კვეკვესკირს 20 ოქტომბერს რუსთაველზე გზის გადაკეტვას ედავებიან.
"უშუალოდ გზის გადასაკეტად არ ვყოფილვარ. გადაკეტილზე მივედი",- განაცხადა კახაბერ კვეკვესკირმა.
ცნობისთვის, გუშინ საპოლიციო ძალებმა, რუსთავლეის გამზირზე, 30-მდე მოქალაქე დააკავეს, ზოგიერთი მაღგანი პოლიციამ ტროტუარიდან აიყვანა.