გავაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე შედეგამდე არ მივალთ - რუსთაველის გამზირი საღამოს ისევ პროტესტის ეპიცენტრად გადაიქცევა

23.10.25 18:20
გავაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე შედეგამდე არ მივალთ - რუსთაველის გამზირი საღამოს ისევ პროტესტის ეპიცენტრად გადაიქცევა

დაკავებების სერიებისა და ხალხზე ძალადობის მიუხედავად,  მოქალაქეები ქუჩაში ისევ გადიან. დღეს საღამოს რუსთაველის გამზირი ისევ პროტესტის ეპიცენტრად გადაიქცევა. 

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ  ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ პროტესტის გაგრძელება და სოლიდარობის გამოხატვაა.

მათი თქმით, დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე იდგებიან იქამდე, ვიდრე არ მიაღწევენ სასურველ შედეგს.

მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი გრძელდება, მიუხედავად იმის, რომ ადამიანებს მასობრივად იჭერენ, ნადირობის სეზონია თითქოს გამოცხადებული, მაგრამ ჩვენ ყოველდღიურად, ათობით ადამიანი გვაკლდება და თავს სწირვას არ რეჟიმს. ამიტომ სოლიდარობა და პროტესტი უმნიშვნელოვანესია, რომელიც ცხადია, უნდა გაგრძელდეს. მგონია, რომ ახლა არის ახალი ფაზის თვითგამორკვევის პროცესი, სადაც საზოგადოებამ ახალი სტრატეგია უნდა შევიმუშავოთ, - ამბობს გოტა ჭანტურია.

რამდენჯერაც შეეცდებიან, რომ ადამიანებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ან უსაფუძვლოდ დააკავონ, უსაფუძვლო კანონები და ჯარიმები შემოიღონ, ყველა ამ შემთხვევავში რა თქმა უნდა გავალთ რუსთაველზე, გავაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე იმ შედეგამდე არ მივალთ, რაც შედეგიც გვინდა მივიღო, - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი.

მსგავსი სიახლეები