მე რომ განყოფილებაში მიმიყვანეს, ინსულტგადატანილი კაცი ფეხშიშველი მოიყვანეს, ეს ადამიანობაა? - ლორენა ბერია

23.10.25 18:51
მე რომ განყოფილებაში მიმიყვანეს, ინსულტგადატანილი კაცი ფეხშიშველი მოიყვანეს, ეს ადამიანობაა? - ლორენა ბერია

გუშინ რუსთაველის გამზირზე დაკავებული ლორენა ბერია სასამართლოს უხსნის, რომ გზაზე ინსულტგადატანილი კაცის დასახმარებლად გადავიდა.

ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ პოლიციელისთვის ამ კაცის ჯანმრთელობის შესახებ თქმას აპირებდნენ, რა დროსაც ტელეფონი წაართვეს და დააკავეს. 

მე რომ განყოფილებაში მიმიყვანეს, ინსულტგადატანილი კაცი ფეხშიშველი მოიყვანეს, ეს ადამიანობაა? - თქვა ლორენა ბერიამ სხდომათა დარბაზში. 

ადამიანს, რომელსაც აკავებდნენ ვიცნობ.  ვიცი რომ გადატანილი აქვს ინსულტი, შემეშინდა რომ შეიძლება რამე დამართნოდა და გზაზე გადავედი იმისთვის, რომ პოლიციელებისთვის მეთქვა ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამ დროს წამართვეს ტელეფონი და როცა მოვითხოვე ტელეფონის დაბრუნება, მომკიდეს ხელი და დამაკავეს.  მე რომ შუშებიანში მიმიყვანეს, ის კაცი ფეხშიშველი მოიყვანეს, ეგ ადამიანობაა მაინტერესებს"- ამბობს ლორენა ბერია.

ცნობისთვის, გუშინ საპოლიციო ძალებმა, რუსთავლეის გამზირზე, 30-მდე მოქალაქე დააკავეს, ზოგიერთი მაღგანი პოლიციამ ტროტუარიდან აიყვანა. 

 

მსგავსი სიახლეები