ვიდეო მასალებში გზის გადაკეტვა და პოლიციელის დაუმორჩილებლობა არ ფიქსირდება - ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი

23.10.25 19:25
ვიდეო მასალებში გზის გადაკეტვა და პოლიციელის დაუმორჩილებლობა არ ფიქსირდება - ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ვერ ესწრება მისი შვილი, ირინა გაფრინდაშვილი, რომელიც ამბობს, რომ მას აქვს მოწმის სტატუსი და შესაბამისად, სხდომაზე დასწრებას ვერ ახერხებს.

ირინა გაფრინდაშვილი “ტვ პირველის“ ეთერში ამბობს, რომ მამამისის წინააღმდეგ ვიდეო მტკიცებულება არ არსებობს, თუმცა საქმე მაინც 2 მუხლითაა აღძრული.

მოწმის სტატუსი მაქვს და სხდომას ვერ ვესწრები. 2 მუხლს ედავებიან 173-ე და 174-ეს მე-10 პრიმა მუხლი, გზის გადაკეტვას და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა. ვიდეო მასალები რაც წარმოადგინეს, იქ გზის გადაკეტვა არ ფიქსირდება, ასევე არ ფიქსირდება პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა, რადგან მისი აყვანა ტროტუარიდან მოხდა, არ ვიყავით გზის სავალ ნაწილზე.  მოვარდა პოლიცია და დაიწყო ტროტუარზე ხალხის აყვანა, ერთად ვიდექით და ფაქტობრივად ხელებიდან გამტაცეს ვაჟა. არსებობს ვიდეობი, სადაც ჩანს, რომ ვაჟა მოუწოდებს ხალხს, გადმოვიდნენ ტროტუარზე, - ამბობს ირინა გაფრინდაშვილი.

ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი დაკავების მომენტსაც იხსენებს და ამბობს, რომ მის მამას პოლიციამ ჯერ დედა შეაგინა, შემდეგ კი მანქანაში შეაგდო, ამის შემდეგ კი, სამი საათის განმავლობაში, არ იცოდნენ სად იმყოფებოდა დაკავებული.

ცნობისთვის, ვაჟა გაფრინდაშვილი, გუშინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს დააკავეს. 

მსგავსი სიახლეები