პენსიონერი, ჟურნალისტი, ექიმი - ყველა ციხეში! - ვინ არის "ქართული ოცნების" სამიზნე?
პენსიონერი ციხეში, ჟურნალისტი ციხეში, ექიმი ციხეში - "პირველები" გიყვებათ, ვინ არიან ადამიანები, რომლის ნაწილიც გუშინ პოლიციამ ტროტუარიდან გაიტაცა? კადრებში და პირდაპირი ეთერის დროს კარგად ჩანდა, რომ ერთ მოქალაქეს პოლიციელები ჯგუფურად აკავებდნენ, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, კისერში ხელებს უჭერდნენ და ძირს აგდებდნენ. დაზიანებები დაკავებულებს ამ დრომდე ეტყობა.
ამ ფონზე კი დღეს კობახიძეს პოლიციელების მიერ ძალის გადამეტებაზე არცერთი სიტყვა არ უთქვამს. "ოცნების" პრემიერი დღეს გამოჩნდა და მხოლოდ ის გვითხრა, რომ კიდევ დააკავებენ ხალხს. კობახიძე დრეს ვერ მალავდა სიხარულს, რომ გუშინ პირველად უწყვეტი პროტესტის ისტორიაში, რუსთაველის გამზირი ვერ გადაიკეტა. გუშინ პარლამენტის წინ ტერიტორია სრულად გელაძის თანამშრომლების ალყაში იყო.
დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.