აქტივისტები პოლიციელებს ძალის გადამეტებაში ამხელენ - რა ხდებოდა რუსთაველზე
აქტივისტები პოლიციელებს ძალის გადამეტებაში ამხელენ - უფლებადამცველების თქმით, გუშინ რუსთაველზე განხორციელებული დაკავებების სერიისას დარღვეულია სისხლის სამართლის კოდექსის 161- ე მუხლი. შეკრების ან მანიფესტაციისთვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით კი ისჯება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
"ეს არის ისეთი უკიდურესი სადიზმი და ისეთი სისასტიკე, რომელსაც რეალურად სახელიც კი არ აქვს" - ასე აღწერს მწერალი ირაკლი ლომოური რუსთაველის გამზირზე მასშტაბურ დაკავებებს და მოქალაქეების გატაცებებს. ირაკლი ლომოურის კადრმა საზოგადოება ერთი ადამიანის პროტესტზე კიდევ ერთხელ დააფიქრა. მწერლისთვის ყველაფერი, რაც დღეს ხდება - პოლიციელების სასტიკე, დამოკიდებულება ხელისუფლებისგან მოქალაქეების მიმართ, მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს - ოცნებამ საქართველოში რუსეთი შემოიყვანა.
გელაძის პოლიციელების წინააღმდეგ მტკიცებულებები ხალხმა პირდაპირ ეთერში ნახა. სახეზე იყო ძალის გადამეტება და უკანონოდ ადამიანების დაკავება. მოქალაქეებს იტაცებდნენ ტროტუარიდან, არადა ოცნების მიერ მომზადებული დრაკონული კანონიც კი არ კრძალავს ტოროტუარზე დგომას. ის, რაც გუშინ ვნახეთ სამოქალაქო სექტორის შეფასებით, ცალსახად კანონგარეშე ქმედება იყო.
დეტალები ნახეთ, ნინო ღევდაშვილის რეპორტაჟში.