მოსამართლე ცაგარეიშვილმა ნიკოლაია ბელიკოვს 14 - დღიანი პატიმრობის და რუსეთში დეპორტაციის განაჩენი გამოუტანა
მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა შსს-ს მოთხოვნა დააკმაყოფილა და ნიკოლაია ბელიკოვს 14- დღიანი პატიმრობის და რუსეთში დეპორტაციის განაჩენი გამოუტანა.
გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.
ასევე, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, მისი დეპორტაცია მოხდება და 2 წლის განმავლობაში საქართველოში შემოსვლა აეკრძალება.
ბელიკოვი ის ადამიანია, რომელმაც 2016 წელს რუსეთის დიქტატურას თავი დააღწია, გუშინ კი რუსთაველის გამზირზე დააკავეს.
ცნობისთვის, გუშინ საპოლიციო ძალებმა, რუსთავლეის გამზირზე, 30-მდე მოქალაქე დააკავეს, ზოგიერთი მაღგანი პოლიციამ ტროტუარიდან აიყვანა.