7 წლის თომას საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
7 წლის თომას საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. მას თავში საკმაოდ დიდი ზომის სიმსივნე აქვს და აუცილებელია სასწრაფო ოპერაცია, რომლის ღირებულება 22 000 დოლარია.
ბავშვისთვის აუცილებელია თურქეთში გადაყვანა და ბიოფსია.
SOS — თომას ესაჭიროება დახმარება! გამარჯობა, მეგობრებო სასწრაფოდ გვჭირდება თითოეული ადამიანის მხარდაჭერა — ვისაც საშუალება გაქვთ, გთხოვთ დაგვეხმაროთ, ან უბრალოდ გააზიაროთ ეს პოსტი
ჩვენს საახლობლოში ყველამ იცით, როგორი მძიმე ტრაგედია გადაგვხდა ერთი წლის წინ... თომამ დაკარგა მამა და ჩემმა დამ მეუღლე . გიგასაც სამწუხაროდ სიმსივნე ჰქონდა ,ახლა კი ჩემს დისშვილს, თომას, დაუდგინდა თავში საკმაოდ დიდი ზომის სიმსივნე.
სასწრაფოდ გადასაყვანია თურქეთში, სადაც აუცილებელია ოპერაციის ჩატარება და პარალელურად ბიოფსიის გაკეთება.
ოპერაციის ღირებულება 22,000 დოლარია.
დაფინანსებაზე უკვე შეტანილია, თუმცა მხოლოდ ნაწილი დაფინანსდება, დანარჩენი კი ჩვენს ძალებზეა დამოკიდებული.
გთხოვთ, ვინც როგორ შეძლებთ — თანხით, მხარდაჭერით ან პოსტის გაზიარებით — თითოეული წუთი გადამწყვეტია თომასთვის
დრო ძალიან ცოტაა…
მადლობა ყველას გულშემატკივრობისა და თანადგომისთვის
ანგარიშის ნომერები
თბს ბანკი : #GE62TB7156145063700001
საქართველო:
#GE22BG0000000546947427
მიმღები ნინო ტუსაშვილი