110 000 ლარი ერთწუთიან ვიდეორგოლში - სად მიდის ხალხის ფული?
ას ათი ათასი ლარი ერთ წუთიანი ვიდეორგოლისთვის - ამ თანხას იხდის კულტურის სამინისტრო რამდენიმეწამიანი კლიპის გადაღებაში, რომელმაც ფართო საზოგადოებას უნდა აჩვენოს, როგორ ზრუნავს “ქართული ოცნების“ ხელისუფლება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე.
ზრუნვის მაგალითად კი ვიდეოში გელათის მონასტერი და ალავერდის ტაძარი უნდა ჩანდეს.
კომპანია, რომელმაც კულტურის სამინისტროს შეკვეთით ერთწუთიანი ვიდეო უნდა გადაიღოს 2025 წლის აპრილში დაარსებული " ჯიეი 2021" ია. კომპანიის დამფუძნებელი, დირექტორი და 100 % იანი წილის მფლობელი გიორგი მაკალათიაა რომელიც გასულ წელს საპროტესტო აქციების აქტიურად მონაწილეობდა.
ვიდეომ საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება უნდა მოახდინოს და ხალხს მკაფიოდ აჩვენოს, როგორ ზრუნავს კულტურის სამინისტრო ისტორიულ ძეგლებზე.