რუსთაველი საქართველოს გულია, რომელზედაც ყველა ადამიანს შეუძლია პროტესტის გამოხატვა - ვაჟა გაფრინდაშვილი მეუღლე

23.10.25 22:25
რუსთაველი საქართველოს გულია, რომელზედაც ყველა ადამიანს შეუძლია პროტესტის გამოხატვა - ვაჟა გაფრინდაშვილი მეუღლე

ვაჟას ძალიან კარგად შეუძლია შეადაროს, როგორი სასამართლო ტარდება ცხინვალში და როგორი ტარდება აქ, - ამის შესახებ ვაჟა გაფრინდაშვილი მეუღლემ განაცხადა.

მისი თქმით, ვაჟას მიეცემა საშუალება შეადაროს სიტუაცია ცხინვალის და თბილისის სასამართლოსა და იზოლატორებში და ფიქრობს, რომ დიდი განსხვავება აღარ იქნება მათ შორის.

ვაჟას ძალიან კარგად შეუძლია შეადაროს როგორი სასამართლო ტარდება ცხინვალში და როგორი ტარდება აქ. შეუძლია შეადაროს დაკავების იზოლატორები, ასე, რომ დიდი განსხვავება აღარ მგონია იყოს, უკვე ისე ვართ დაცემულები. არავინ ამბობს იმას, რომ ადრე იყო კარგი სასამართლო, ან ახლაა, მაგრამ ჩვენ გვინდა უკეთესი იყოს და ამას ვაპროტესტებთ. ვაჟამ ძალიან კარგად თქვა, რატომ დგას რუსთაველზე და აპროტესტებს, ეს არ არის მხოლოდ სატრანსპორტო გადაადგილების ქუჩა, ეს არის საქართველოს გული, რომელზედაც ყველა ადამიანს შეუძლია პროტესტის გამოხატვა, - ამბობს თამილა ლაფანაშვილი.

ცნობისთვის, სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი 7 დღით ციხეში გაუშვა - გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მოსამართლე ზვაიდ ცეკვავამ გამოაცხადა. 

დაკავებულ ექიმს გუშინ რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ედავებიან. 

მსგავსი სიახლეები