სკანდირების გამო ჩამსვეს მანქანაში, გზაზე მე არ გადავსულვარ, ვიდრე მათ არ გადამათრიეს - გიორგი ელიაშვილი

23.10.25 23:11
სკანდირების გამო ჩამსვეს მანქანაში, გზაზე მე არ გადავსულვარ, ვიდრე მათ არ გადამათრიეს - გიორგი ელიაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ რუსთაველზე დაკავებული გიორგი ელიაშვილის პროცესი მიმდინარეობს.

ელიაშვილი სიტყვის თქმის უფლებით სარგებლობს და დაკავების დეტალებს იხსენებს.

როგორც ის ამბობს, ის გზაზე თავად არ გადასულა, ვიდრე პოლიციელები არ მისცვივდნენ, “სირცხვილიას“ საკნდირების გამო და თავად არ გადაიყვანეს გზის სავალა ნაწილზე.

მივედი რუსთაველის გამზირზე, დაახლოებით 8:00 საათზე. ვხედავდი, რაც ხდებოდა, ნახევრად გზა იყო გადაკეტილი. მე პარლამენტის მხარეს არ ვყოფილვარ. გზის სავალ ნაწილზე არ გადავსულვარ. ვიდექი ტროტუარზე. დავინახე ახალგაზრდა გოგო 10 პოლიციელმა როგორ წაათრია. ამაზე მქონდა პროტესტი დავიწყე სკანდირება სირცხვილია. ამას იღებდა ჩემი მეოღლე. იქეთა მხრიდან ანუ პარლამენტის წინა პერიმეტრიდან, გამოცვივდნენ პოლიციელები. ამ სკანდირების გამო ჩამსვეს მანქანაში. გზაზე მე არ გადავსულვარ, ვიდრე მათ არ გადამათრიეს, - ჰყვება ელიაშვილი.

განახლება: მოსამართლე ნინო ენუქიძე დაეთანხმა დაცვის მაარის შუამდგომლობას და სასამართლო პროცესი გადადო.

ცნობისთვის, გუშინ საპოლიციო ძალებმა, რუსთავლეის გამზირზე, 30-მდე მოქალაქე დააკავეს, ზოგიერთი მაღგანი პოლიციამ ტროტუარიდან აიყვანა. 

მსგავსი სიახლეები