“ოცნება“ განათლების საერთაშორისო ცენტრს ხურავს

23.10.25 23:55
“ოცნება“ განათლების საერთაშორისო ცენტრს ხურავს

„ოცნებამ“ განათლების საერთაშორისო ცენტრის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამის დადგენილებას 21 ოქტომბერს ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

დადგენილების თანახმად, ლიკვიდაციის პროცესი წლის ბოლომდე იგეგმება. ლიკვიდირებული ცენტრის უფლებამონაცვლედ კი განათლების სამინისტრო განისაზღვრება.

ცენტრის სალიკვიდაციო ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შექმნას სალიკვიდაციო კომისია, რომელიც 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უზრუნველყოფს:

ა.ა) ცენტრის ბალანსზე რიცხული ქონებისა და დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა სრულ ინვენტარიზაციასა და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენას;

ა.ბ) ცენტრში არსებული დოკუმენტაციის (მასალის) დამუშავებას, სისტემატიზაციასა და დაარქივებას (საჭიროების შემთხვევაში − განადგურებას), კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ა.გ) ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების განხორციელებას;

ბ) უზრუნველყოს, ამ დადგენილებით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გამოყენება;

გ) განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებისა და გამოცემის/მიღების მიზნით", - აღნიშნულია დადგენილებაში.

მსგავსი სიახლეები