გელა უძილაური განაჩენის მოლოდინში - ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმე ფინალშია

24.10.25 10:28
გელა უძილაური განაჩენის მოლოდინში - ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმე ფინალშია

ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმე ფინალშია - დღეს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ლევან ჯანგველაძის მკვლელობაშ ბრალდებულის, გელა უძილაურის განაჩენი უნდა გამოაცხადოს. 

უძლაურს მკვლელობის დამკვეთების დასასახელებლად ბოლო 9 დღე ამოეწურა, ამიტომ, საინტერესოა ახლა, რას იტყვის განსასჯელსი სკამიდან ბრალდებული და დაასახელებს თუ არა კონკრეტულ გვარებს. 

წინა სხდომაზე დღეს სახელმწიფო ბრალდებამ 300 გვერდიანი დასკვნითი სიტყვა თქვა.

„არც სვეტა და არც სხვა ვინმე არ არსებეობს - უძილაურმა ჯანგველაძე დაკვეთით და საკონტროლო გასროლით მოკლა" - განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.

  • შეგახენებთ, რომ გელა უძილაურმა მკვლელობა აღიარა. ბრალდებული ირწმუნება, რომ ჯანგველაძე შურისძიების გამო პირადი მოტივით მოკლა, მკვლელობის ადგილზე კი ვინმე სვეტასთან ჩაშლილი პაემანის გამო შემთხვევით აღმოჩნდა.

ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.

  • ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

 მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა

 

მსგავსი სიახლეები