რომეო მიქაუტაძის საქმე - სასამართლოში ჩვენებას ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი, ზურაბ არველაძე აძლევს
საქალაქო სასამართლოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმის განხილვა მიმდინარეობს. პროცესს ესწრება თავდა რომეო მიქაუტაძეც. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ.
ამ წუთებში, სასამართლოს ჩვენებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომელი, ზურაბ არველაძე აძლევს ჩვენებას.
- ამ დროისთვის არსებული ბრალდების მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რის შედეგადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღო.
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავებიან. ბრალდების მხარის თქმით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334 ლარი.