ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დავაკავეთ - შსს
ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირია დაკავებული. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 27 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“. ასევე, ბრალდებულის მიერ მითითებული სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია, 4 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათისა და თერჯოლის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი - 1986 წელს დაბადებული პ.ყ. დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 27 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“. ასევე, ბრალდებულის მიერ მითითებული სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია, 4 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება. პოლიციის მიერ ჯამში ამოღებულია 31 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება.
გამოძება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 260 ტერცია მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.