რომეო მიქაუტაძეს წინააღმდეგ ჩვენება მისმა ყოფილმა თანამშრომელმა მისცა- რა თქვა ზურაბ არველაძემ პროცესზე
საქალაქო სასამართლოში რომეო მიქაუტაძის პროცესი მიმდინარეობს - ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე გავლენების ბოროტად გამოყენებაში ამჯერადაც ყოფილმა თანამშრომელმა ამხილა. დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომელი, ზურაბ არველაძე გამოიკითხა.
მან რამდენიმე პროექტზე და კომპანიაზე ისაუბრა, რომელზედაც თვლიდა, რომ სავარაუდოდ, მიქაუტაძის და მისი ოჯახის ინტერესები იკვეთებოდა. აქედან ერთი არის ნახიდურ ჰესი. არველაძემ რომეო მიქაუტაძის ძმასთან შეხვედრა გაიხსენა, რომელმაც უთხრა, რომ სწორედ ამ ჰესთან დაკავშირებით ჰქონდა მის ოჯახს ინტერესი.
კიდევ ერთი კომპანია, რომელზედაც მოწმემ ისაუბრა, ეს იყო ჯეოკრაფტი. მისი თქმით, შესაძლოა მიქაუტაძეს ჰქონოდა კონკრეტული ინტერესები ამ კომპანიის მიმართ, თუმცა დაზუსტებით არ იცის, რადგან ეს ინფორმაციები სხვისგან აქვს და მხოლოდ მოუსმენია.
ცოტა ხნის წინ შევიტყე - გიორგი მიქაუტაძეს შევხვდი და მითხრა რომ ეს იყო ოჯახის კომპანია (ნახიდური ჰესი). გიორგიმ როგორც განმიმარტა, მითხრა რომ იყო რომეოს ძმა. ჯეოკრაფტზეც მსმენია საუბრები - ეს ისეთი ბიზნესია, სადაც ერთი გუნდი მოძრაობს, 250 - მდე ინვესტორია და ყველასთან მიწევს შეხვედრა - მათგან და სხვა თამამშრომლებთან საუბრით მუსირებდა ეს მოსაზრება.
ნახიდური ჰესი მიმართ რა ინეტრესი ჰქონდა რომეოს? - ამ პროექტის დასრულება შეიძლება იყო მიზანი, თუ სიმძლავრის აუქციონამდე იქნებოდა განაცხადი შემოტნილი, ის იქნებოდა უპირატესი.
ჯეოკრაფტმა 29 დეკემბერს, დილას შემოიტანა სხვა განაცხადი და უკვე დაბევებულად აღიქმებოდა და შემდეგ შემოიტანა კიდევ. საეჭვოდ ეს აღვიქვი, ორ დღეში ორჯერ შემოიტანა განაცხადი.
საუბრებიდან ვიცი ჯეოკრაფტზე, გასხვისდა ცნობილ ბიზნესმენზე. კვოტის მიცემა მოხდა და კვლავ მისი გადაყიდვა მოხდა, - თქვა მოწმემ პროცესზე.
რომეო მიქუტაძემ სხდომის დასაწყისში თქვა, რომ სიტყვით მიმართავს სასამართლოს, ისარგებლებს რეპლიკით, რაზედაც მოსამართლემ თანხმობა მისცა.
- ამ დროისთვის არსებული ბრალდების მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რის შედეგადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღო.
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავებიან. ბრალდების მხარის თქმით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334 ლარი.