"ბრძოლა ბოლომდე!" - ნინო სვანაძის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ
ხუთდღიანი პატიმრობის შემდეგ ნინო სვანაძე პირველ კომენტარს აკეთებს. აქტივისტი ამბობს, რომ ყველაფრის მიუხედავად, არაფრის ეშინია და რუსთაველზე დგომას ისევ გეგმავს.
მისი თქმით, სისტემა დასუსტებულია და მოქალაქეებს მისი არ უნდა ეშინოდეთ.
დამაკავეს ჩემს სახლთან. ჩუსტებით ვიყავი ჩასული. "უნდა გაგესაუბროთ და უკან დაგაბრუნოთო". რა თქმა უნდა, მე არ მოვტყუვდი და მოვასწარი ფეისბუქზე დაპოსტვა და ყველამ გაიგო.
რუსთაველზე გასვლას აუცილებლად ვაპირებ. ბრძოლა გრძელდება ბოლომდე. ყველას მინდა ვუთხრა, რომ ასეთი ნათელი ადამიანები, რაც აქ დავინახე, ასეთ ნათელ ადამიანებამდე თუ ჩამოვიდნენ და აპატიმრებენ და ჩვენი თუ ეშინია ამ სისტემას, ადამიანებო, ყველას მოგმართავთ, რომ ამ მშიშრების თქვენ არ უნდა გეშინოდეთ, - ამბობს ნინო სვანაძე.
ქალმა აქტივისტმა ზაჰესის იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა. სწორედ სვანაძეა ერთ-ერთი პირველი აქტივისტი, რომელსაც "ოცნების" გამკაცრებული კანონის დამტკიცების შემდეგ ხელბორკილი გზის გადაკეტვის ბრალდებით დაადეს და ხუთდღიან პატიმრობაში გაუშვეს.