რაც არ უნდა გვიქნათ, სანამ არ დაგვხვრეტთ ქუჩაში, მანამდე ვიდგებით - რუსიკო კობახიძე "ოცნებას"
თქვენ ხართ მონები და მონები ვერასდროს უგებენ ბრძოლას თავისუფალ ადამიანებს, - ამ სიტყვებით მიმართავს "ქართულ ოცნებას" საბჭოთა კავშირის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი რუსიკო კობახიძე. ისტორიკოსის თქმით, რაც არ უნდა მოიმოქმედოს ივანიშვილის ხელისუფლებამ, ქუჩაში იდგებიან ბოლომდე, ამიტომ, ფქტობრივად, "ოცნება" უკვე განიარაღებულია.
მინდა, ვუთხრა რეჟიმს: თქვენ ხართ მონები და მონები ვერასდროს უგებენ ბრძოლას თავისუფალ ადამიანებს. უბრალოდ, არ გესმით ჩვენ რა გვამოძრავებს. ჩვენ სადამდე ვართ წამსვლელები. ჩვენ ვართ წამსვლელები ბოლომდე. ჩვენ რაც არ უნდა გვიქნათ, სანამ არ დაგვხვრეტთ ქუჩაში, მანამდე ვიდგებით. ასე რომ, თქვენ, მგონია, რომ ხართ განიარაღებულები, - ამბობს ისტორიკოსი.