ბატონო გელა, თქვენ გაგწირეს - ჯანგველაძის მკვლელობის საქმის პროკურორი უძილაურს
საქალაქო სასამართლოში ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე გელა უძილაურის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს. როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, ცოტა ხნის წინ საბოლოო სიტყვა დაასრულა დაცვის მხარემ.
"გელა უძილაური არ არის ,,ქილერი,, ის არის აგვისტოს ომის მონაწილე ომის ვეტერანი" - თქვა უძილაურის ადვოკატმა.
სხდომაზე გელა უძილაურს სიტყვით მიმართა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ და მას პირდაპირ უთხრა, რომ გაწირეს.
ბატონო გელა, თქვენ გაგწირეს - გაგწირეს მაშინაც და გაგწირეს დღესაც. მთელი პროცესის განმავლობაში ადვოკატებისგან ვისმენდი როგორ იცავდნენ მიქაძეებსა და ჯოხაძეს. თქვენი ადვოკატები არიან თუ მათი ვერ გავიგე. განწირული ხართ ბატონო გელა", - განაცხადა პროკურორმა.
ადვოკატების თქმით, გელა უძილაურს სურს, რომ მის ბოლო სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლოს.
- შეგახენებთ, რომ გელა უძილაურმა მკვლელობა აღიარა. ბრალდებული ირწმუნება, რომ ჯანგველაძე შურისძიების გამო პირადი მოტივით მოკლა, მკვლელობის ადგილზე კი ვინმე სვეტასთან ჩაშლილი პაემანის გამო შემთხვევით აღმოჩნდა.
ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.
- ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.
მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა