ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლოში მივიდა

24.10.25 13:53
ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლოში მივიდა

ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლოში მივიდა - ექსპრემიერმა საქალაქო სასამართლოს უკანა შესასვლელით ისარგებლა. 

რამდენიმე წუთში საქალაქო სასამართლოში ექს-პრემიერის პროცესი იწყება. 

სხდომა საქალაქო სასამართლოში ზუსტად 14:00 საათზეა ჩანიშნული. საქმეს მოსამართლე ეკა ბარბაქაძე განიხილავს. 

"პირველების" ინფორმაციით, ღარიბაშვილი პროცესზე სამი ადვოკატით წარსდგება. 

  • ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ პროკურატურა 1 მლნ ლარის გირაოს ითხოვს - როგორც გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, მათ ამ შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართეს.  
  • ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება რამდენიმე წუთის წინ წარედგინა.

როგორც პროკურატურა ამბობს, ღარიბაშვილი დეკლარაციაში ყალბ მონაცემებს უთითებდა, თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხას - "აღნიშნული გზით, წარმომავლობა ხელოვნურად შეექმნა მის მიერ კერძო ბიზნესში არალეგალურად მონაწილეობის შედეგად მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ნაწილს - 830 000 ლარს, რაც მოექცა ლეგალურ ბრუნვაში"

გარდა ამისა, პროკურატურის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა 2023-2024 წლებში შეიძინა და მასთან დაკავშირებული პირის სახელზე დაარეგისტრირა 463 630 ლარად ღირებული ორი ავტომანქანა, ასევე, ოჯახის წევრის მეშვეობით 210 000 ლარად შეიძინა ერთ-ერთი კომპანიის 100% წილი, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება.

  • ახლა საინტერესოა, რა მანქანებზეა საუბარი, რაზეც პროკურატურა საუბრობს - ცნობისთვის, ამ თემაზე 2024 წლის ივლისში მოამზადა "შაბათის ეთერმა" საგამოძიებო რეპორტაჟი მოამზადა.

პროკურატურის ინფორმაციითვე, 17 ოქტომბერს, ირაკლი ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 6 500 000 აშშ დოლარი.

ყოფილ პრემიერს ბრალი სისხლის სამართლის კდოექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი აღიარა. 

 

მსგავსი სიახლეები