გააკეთებს თუ არა ღარიბაშვილი სასამართლო პროცესზე განცხადებას - რას ამბობს ადვოკატი

24.10.25 14:14
გააკეთებს თუ არა ღარიბაშვილი სასამართლო პროცესზე განცხადებას - რას ამბობს ადვოკატი

ადვოკატი ლილი გელაშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლო პროცესზე, სავარაუდოდ, განცხადებას გააკეთებს.

ამის შესახებ უფლებადამცველმა სასამართლსო დაწყებამდე განაცხადა. 

გირაოსთან დაკავშირებიოთ ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ. დაესწრება რა თქმა უნდა.. ალბათ გაკეთდება (ირაკლი ღარიბაშვილის მიერ) განცხადება. დანარჩენს გავაჟღერებთ პროცესზე", - ამბობს ლილი გელაშვილი. 

ექს-პრემიერი უკვე სასამართლოს შენობაშია - ირაკლი ღარიბაშვილის ინტერესებს თბილისის ყოფილი პროკურორი და შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი მიშა შაყულაშვილი იცავს.

ბრალდებულ ყოფილ პრემიერს შაყულაშვილის გარდა კიდევ ორი ადვოკატი იცავს- ლილი გელაშვილი და ამირან გიგუაშვილი

საქმის პროკურორი ნათია თათიაშვილია.

რამდენიმე წუთში საქალაქო სასამართლოში ექს-პრემიერის პროცესი იწყება. 

სხდომა საქალაქო სასამართლოში ზუსტად 14:00 საათზეა ჩანიშნული. საქმეს მოსამართლე ეკა ბარბაქაძე განიხილავს. 

"პირველების" ინფორმაციით, ღარიბაშვილი პროცესზე სამი ადვოკატით წარსდგება. 

  • ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ პროკურატურა 1 მლნ ლარის გირაოს ითხოვს - როგორც გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, მათ ამ შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართეს.  
  • ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება რამდენიმე წუთის წინ წარედგინა.

როგორც პროკურატურა ამბობს, ღარიბაშვილი დეკლარაციაში ყალბ მონაცემებს უთითებდა, თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხას - "აღნიშნული გზით, წარმომავლობა ხელოვნურად შეექმნა მის მიერ კერძო ბიზნესში არალეგალურად მონაწილეობის შედეგად მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ნაწილს - 830 000 ლარს, რაც მოექცა ლეგალურ ბრუნვაში"

გარდა ამისა, პროკურატურის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა 2023-2024 წლებში შეიძინა და მასთან დაკავშირებული პირის სახელზე დაარეგისტრირა 463 630 ლარად ღირებული ორი ავტომანქანა, ასევე, ოჯახის წევრის მეშვეობით 210 000 ლარად შეიძინა ერთ-ერთი კომპანიის 100% წილი, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება.

  • ახლა საინტერესოა, რა მანქანებზეა საუბარი, რაზეც პროკურატურა საუბრობს - ცნობისთვის, ამ თემაზე 2024 წლის ივლისში მოამზადა "შაბათის ეთერმა" საგამოძიებო რეპორტაჟი მოამზადა.

პროკურატურის ინფორმაციითვე, 17 ოქტომბერს, ირაკლი ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 6 500 000 აშშ დოლარი.

ყოფილ პრემიერს ბრალი სისხლის სამართლის კდოექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი აღიარა. 

 

მსგავსი სიახლეები