გოგოს უნდა შევხვედროდი, რომელიც სასაცილოდაც არ გეყოთ, არც საკონტროლო გასროლა მომიხდენია - გელა უძილაური

24.10.25 14:27
გოგოს უნდა შევხვედროდი, რომელიც სასაცილოდაც არ გეყოთ, არც საკონტროლო გასროლა მომიხდენია - გელა უძილაური

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - ამ წუთებში, გელა უძლაური განსასჯელის სკამზე ელოდება განაჩენის გამოცხადებას. მოსამართლე გიორგი გელაშვილი ცოტა ხნის წინ სათათბიროდ გავიდა. 

მანამდე სიტყვით ისარგებლა "კანონიერი ქურდის" ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა, გელა უძილაურმა - სხდომაზე ირწმუნებოდა, რომ ჯანგველაძის მოკლვა წინასწარ განზრახული არ ჰქონია. 

მე შევიარე ბაგებში, სადაც იმ გოგოს უნდა შევხვედროდი, რომელიც სასაცილოდაც არ გეყოთ. არც საკონტროლო გასროლა არ მომიხდენია - განაცხადა უძილაურმა. 

ბრალდებული პროცესზე ამტკიცებდა, რომ ყინწვისის მონასტერში სულის სიმშვიდისთვის წავიდა და არა დანაშაულის იარაღის მოსაშორებლად. 

თქვენი ვერსიებია. საქმის მტკიცებულებებით ვიდეომტკიცებულებები არის თქვენი მოსაზრებები ბატონო პროკურორო. თქვენ გგონიათ იმდენი არ ვიცოდი როდესაც შეკვეთილ მკვლელიბაზე მივდიოდი პირბადე მაინც განეკეთენინა ან ვაზისუბანში არ ავსულიყავი. წასასვლელი მაინც ხომ უნდა მქონოოდა წინასწარ რომ დამეგეგმა მკვლელობა. ვერეს ხეობაზე რომ აპელირებთ, თითქოს ვაკეში გადასასვლელად მაგ გზით ვისარგებლე ტყუილია. მე შევიარე ბაგებში, სადაც იმ გოგოს უნდა შევხვედროდი, რომელიც სასაცილოდაც არ გეყოთ. არც საკონტროლო გასროლა არ მომიხდენია მე, ტყუილია ეს. შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოკადრები კარგად 3 გასროლის მერეც არ ეცემა.

პროკურორმა თქვა რომ ყინწვისის მონასტერში წავედი თითქოს დანაშაულის იარაღის მოსაშორებლად. სიცრუეა, ამხელა მანძილზე რატომ წავიდოდი. მე ყინწვისის მონასტერში სულ დავდიოდი ჩემი სულის სიმშვიდისთვის და მაშინ როდესაც ეს უბედურება დამემართა სწორედ ამიტომ გამიწია გულმა იქით. თქვენ ძალიან კარგად იცით ბატონო პროკურორო რომ ჩემი ყველა ნაბიჯი იყო დაუგეგმავი. მკვლელობის მომენტში ვიყავი აღელვებული ბატონო მოსამართლევ და ამის შესაბამისი მიზეზიც მქონდა. აღარ მინდა იმ ყველაფრის გახსენება. ადამიანს რომ გასკოჩავ ჩააგდებ სავარგულში და ღირსებას, შეულახავ სხვა რა რეაქცია უნდა მქონოდა მისი დანახვისას ბატონო მოსამართლე? ლევანი იცით როგორი სახით მიყურებდა ხელი რომ მოვკიდე ზურგზე, თითქოს ჩემი შეჭმა უნდოდა. ლევანი იარაღის ამოღებას აპირებდა კარგად ნახეთ კადრები. წამის მეათედში დავასწარი. გამოცდილი იყო ლევანი აცხონოს ღმერთმა მისი სული", - თქვა უძლაურმა სასამართლოზე. 

მსგავსი სიახლეები