ირაკლი ღარიბაშვილს პასპორტი ჩამოერთვა და ქვეყნის დატოვება აეკრძალა

24.10.25 14:40
ირაკლი ღარიბაშვილს პასპორტი ჩამოერთვა და ქვეყნის დატოვება აეკრძალა

ყოფილ პემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს გირაო შეეფარდა ერთი მილიონი ლარის ოდენობით. ასევე,  აეკრძალა ქვეყნის დატოვება და ჩამოერთვა პასპორტი.

ირაკლი ღარიბაშვილს გირაოს გადასახდელად 30-დღიანი ვადა მისცეს.

მოსამართლე ეკა ბარბაქაძე სრულად დაეთანხმა პროკურატურის შუამდგომლობას და გადაწყვეტილება ადგილზე თათბირით გამოაცხადა.

ღარიბაშვილს პროცესზე სიტყვის თქმის უფლებით არ უსარგებლია. მან მხოლოდ მოსამართლის კითხვას უპასუხა:

„რამის თქმა ხომ არ გსურთ?“, - ჰკითხა ბარბაქაძემ ირაკლი ღარიბაშვილს.

„არაფერი“, - უპასუხა ღარიბაშვილმა.

წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბერს 14:00-ზე დაინიშნა.

  • ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ პროკურატურა 1 მლნ ლარის გირაოს ითხოვს - როგორც გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, მათ ამ შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართეს.  
  • ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება რამდენიმე წუთის წინ წარედგინა.

როგორც პროკურატურა ამბობს, ღარიბაშვილი დეკლარაციაში ყალბ მონაცემებს უთითებდა, თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხას - "აღნიშნული გზით, წარმომავლობა ხელოვნურად შეექმნა მის მიერ კერძო ბიზნესში არალეგალურად მონაწილეობის შედეგად მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ნაწილს - 830 000 ლარს, რაც მოექცა ლეგალურ ბრუნვაში"

გარდა ამისა, პროკურატურის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა 2023-2024 წლებში შეიძინა და მასთან დაკავშირებული პირის სახელზე დაარეგისტრირა 463 630 ლარად ღირებული ორი ავტომანქანა, ასევე, ოჯახის წევრის მეშვეობით 210 000 ლარად შეიძინა ერთ-ერთი კომპანიის 100% წილი, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება.

  • ახლა საინტერესოა, რა მანქანებზეა საუბარი, რაზეც პროკურატურა საუბრობს - ცნობისთვის, ამ თემაზე 2024 წლის ივლისში მოამზადა "შაბათის ეთერმა" საგამოძიებო რეპორტაჟი მოამზადა.

პროკურატურის ინფორმაციითვე, 17 ოქტომბერს, ირაკლი ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 6 500 000 აშშ დოლარი.

ყოფილ პრემიერს ბრალი სისხლის სამართლის კდოექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი აღიარა. 

მსგავსი სიახლეები