5 ივლისის დროს დაზარალებული ,,თბილისი პრაიდის" ხელმძღვანელი შესაძლოა, დააკავონ

22.10.21 13:00
 5 ივლისის დროს დაზარალებული ,,თბილისი პრაიდის" ხელმძღვანელი შესაძლოა, დააკავონ

პოლიცია დაზარალებულის წინააღმდეგ - გომელაურის უწყება 5 ივლისის სისხლიანი დარბევის დროს დაშავებულების დაკავებას მოითხოვს.

,,თბილისი პრაიდის" ერთერთი ორგანიზატორის წინააღმდეგ იმ პოლიციელმა იჩივლა, რომელსაც, მისი თქმით,  გიორგი თაბაგარმა სატელეფონო საუბრისას სიტყვიერი შურაცხყოფა მიაყენა. შინაგან საქმეთა სამინისტრო თაბაგარის დაკავებას ითხოვს.

ერთ საათზე მეტია, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი თაბაგარის პროცესი მიმდინარეობს. სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო პოლიცია თაბაგარის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითხოვს, საუბარია 15 დღით საპატიმროში ჩასმაზე.

ბრალდების მოწმე ირწმუნება, რომ სატელეფონო საუბრისას ,,პრაიდის" ხელმძღვანელმა მას აგინა, ხოლო თაბაგარის განმარტებით, როცა ძალადობრივი დაჯგუფების წარმომადგენლები მათ ოფისში შეიჭრნენ და დაარბიეს, დაასისხლიანეს ადამიანები, პოლიცია მას დაუკავშირდა და შემთხვევის ადგილზე მისვლა სთხოვა იმ დროს, როცა საშიშროება განეიტრალებლი არ იყო. 

ეს იყო შემთხვევა 5 ივლისს, როცა ჩვენ ერთ-ერთ უსაფრთხო ადგფილას გადავდიოდით. პოლიციელმა დამირეკა და მთხოვა, რომ მივსულიყავი და ოფისი გამეღო, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დაარბიეს. ამ ყველაფერზე მქონდა, ჩემი აზრით, ადეკვატური რეაქცია. არ ვფიქრობ, რომ შევაგინე, კრიტიკული ვიყავი. ეს შეფასებითი სიტყვაა, არ ვთვლი, რომ შევაგინე - აცხადებს თაბაგარი.

იმ მოცემულობაში, როცა 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები ჯერ კიდევ დაუსჯელნი არიან, შესაძლოა, სამართალდამცველის მიერ მიცემული ჩვენების საფუძველზე  დაზარალებული დააკავონ.  

მსგავსი სიახლეები