ჩვენი პოზიციაა, რომ ფარცხალაძე არის დამკვეთი - ლევან ჯანგველაძის ოჯახის წევრი
თბილისის ცენტრში მოკლული ლევან ჯანგველაძის ოჯახი ფიქრობს, რომ ბიზნესმენი ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დაკვეთით მოკლა გელა უძილაურმა.
როგროც სასამართლო პროცესის შემდეგ ჟურნალისტებთან "კანონიერი ქურდის" ძმის ოჯახის წევრმა თქვა, ყველა დამნაშავე აუცილებლად იქნება დასჯილი
ის არის სასტიკი დამნაშავე. ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა და სასამართლომ გაითვალისწინა პროკურორის შეუამდგომლობა.
მე ვიცი, რომ ყველა იქნება დასჯილი ისევე, როგორც დასაჯეს გელა უძილაური. ჩვენი პოზიცია ისევ არის რა თქმა უნდა, რომ ფარცხალაძე არის დამკვეთი", - აცხადებს ოჯახის წევრი.
სასამართლომ თბილისის ცენტრში მოკლული ლევან ჯანგველაძის შეკვეთილ მკვლელობაში ბრალდებულს, გელა უძილაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.
ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.
- ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.
მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა