თბილისის იზოლატორები გადავსებულია - დაკავებულები უკვე რეგიონებში გადაჰყავთ
თბილისის იზოლატორები გადავსებულია. იმის გამო, რომ ადგილები აღარ არის, დაკავებული მოქალაქეების ნაწილი უკვე რეგიონებში გადაჰყავთ.
მათ საკვებით და პიველადი მოხმარების საგნებით საზოგადოება ეხმარება.
სინდისის პატიმრის, ონისე ცხადაძის ძმა, სანდრო ცხადაძის ინფორმაციით, ზესტაფონში 6 დაკავებული იმყოფება, რომლებსაც საკვები და სიგარეტი შეუგზავნეს.
შევუგზავნე ზესტაფონის ხალხს საკვები და სიგარეტი. თითოს 6 ნაჭერი ხაჭაპური, 6 ნაჭერი ლობიანი, 1 ლიტრი ნაბეღლავი, ნახევარი ლიტრი სპრაიტი. მწეველებს 1 კოლოფი სიგარეტი.
2-2 არიან საკნებში.
ნუკრი-ილო
გია-დათო
ისაკო-ლუკა
ყველას დაკავების დროდ შეყვანილია 21:00, მხოლოდ ლუკა აკობიაზეა 21:27. მაქს 9 - მდე თბილისში ეყოლებათ ყველა, წესით, - წერს სანდრო ცხადაძე.
უწყვეტ რეჟიმში ვითარდება მოვლენები საქალაქო სასამართლოშიც, სადაც ხალხს ასამართლებენ.